სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევას.

„მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების სტრატეგიული მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას, აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი…
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ…

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,…
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობის…