ტრამპი “მწვანე ბარათების” გათამაშებას აჩერებს – მიზეზი

ტრამპი “მწვანე ბარათების” გათამაშებას აჩერებს – მიზეზი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მწვანე ბარათების” პროგრამა შეაჩერა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლისა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობის დადგენას, რომელიც შტატებში წლების წინ სწორედ “მწვანე ბარათის” მოპოვების შედეგად მოხვდა. საუბარია 48 წლის ნევეს ვალენტეზე, რომელიც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

“მწვანე ბარათის” პროგრამის დაპაუზების პარალელურად, ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტი ნოემმა პრეზიდენტისაგან ოფიციალურად მიიღო განკარგულება, რომ შემდგომი მითითების მიღებამდე სრულად შეზღუდოს იმიგრანტთა ავტორიზაციის პროცესიც. როგორც ტრამპის გუნდში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მეტი უზრუნველყოფაა.

ცნობისთვის, “მწვანე ბარათის” ლატარია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, შტატებში ცხოვრების უფლებას 50,000-მდე ადამიანს აძლევს. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადი 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო.

მსგავსი სიახლეები

ტრამპი ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესურთიერთობები აქვთ, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფს უწესებს

ტრამპი ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესურთიერთობები აქვთ, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი…

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, ნებისმიერი ირანთან ბიზნესურთიერთობაში მყოფ ქვეყანას, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფი დაუწესდება. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, “განკარგულება…