ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მეტროპოლიტენი პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ავტობუსები 31 დეკემბრის 23:00 საათის ნაცვლად, პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმოძრავებენ.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 31 დეკემბრის 22:00-დან პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, თბილისის მეტროს მუშაობა 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 03:00 საათამდე. მგზავრთა მომსახურება ამ შემთხვევაშიც უფასო იქნება.
იუსტიციის სახლი ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს. უწყება განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი…
საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, – ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე…
ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრადიციულად გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. თბილისის…