დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა ბოჭორიშვილი

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა ბოჭორიშვილი

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები.

“ეს არის ზოგადად ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ისე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად,“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დისკუსიაში, ასევე, შედგა საქართველოს დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს და მაღალ დონეზე გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა როგორც პრემიერ-მინისტრის დონეზე, ისე საგარეო საქმეთა მინისტრებთან,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის…
მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში, „სოფიას…
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების…