დავით ნარმანია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ძირითად მიზეზებს განმარტავს

დავით ნარმანია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ძირითად მიზეზებს განმარტავს

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან დენის გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა.

“მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დაადგინა როგორც დედაქალაქისთვის, ისე რეგიონებისთვის. მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის, ძაბვის საფეხურების მიხედვით – 4-დან 6 თეთრამდე.

ტარიფის ზრდის ძირითადი მიზეზებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ინვესტიციების მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა, რათა ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, ხოლო მეორე მხრივ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის.

შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო პერიოდის ინვესტიციების მოცულობა ისე დააკორექტირა და დაამტკიცა, რომ ტარიფზე მკვეთრი გავლენა არ მოეხდინა. კომისიის მიიჩნევს, რომ ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გახშირდებოდა ავარიული წყვეტები, რაც მნიშვნელოვან დანაკარგებს გამოიწვევდა მომხმარებლებისა და ბიზნესსექტორისთვის. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ დადგენილი ტარიფი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება”, – განაცხადა ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები

სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდება

სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდება

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) ფასნამატი 4-6 თეთრი იქნება.…
თბილისში დენი 5 თეთრით გაძვირდება

სემეკმა ირიგაციის ახალი ტარიფი დაადგინა – ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

სემეკმა ირიგაციის ახალი ტარიფი დაადგინა – ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „ცვლილება მიზნად…