დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„საქართველოსა და ტაჯიკეთს სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. მზად ვართ, კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება აგრარული სექტორის განვითარებისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე, სოფლის განვითარების პოლიტიკასა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის აგრო-სასურსათო ვაჭრობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 7.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 6.5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 778 ათასი აშშ დოლარი იყო. ტაჯიკეთში საქართველოდან ძირითადად ექსპორტირდება უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, კვებითი დანამატები, ნატურალური ყურძნის ღვინოები და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქცია.

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას – დავით სონღულაშვილი

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან ერთად…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…
მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთთან სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი – რას ითვალისინებს?

მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთთან სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი – რას…

ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,…