დემოკრატიის ინდექსში საქართველო 94-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა – სომხეთი დაწინაურდა

დემოკრატიის ინდექსში საქართველო 94-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა – სომხეთი დაწინაურდა

ბრიტანული გამოცემა The Economist-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველომ ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც ინდექსში ყოფნის პერიოდში საქართველოს ჰქონია. საქართველოს ქულა 0.51-ით, 4.70-მდე გაუარესდა, შედეგად ქვეყანამ 2023 წელს არსებული 89-ე ადგილიდან 94-ე ადგილამდე გადაინაცვლა.

ინდექსის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი მაქსიმალური იყო 2013 წელს, როდესაც ის 5.95 ქულით ფასდებოდა, რის შედეგადაც საქართველო 78-ე ადგილს იკავებდა. ასევე მაღალი ქულა ნარჩუნდებოდა 2017 წლამდე და ის 5.93-ს შეადგენდა, უკვე 2018 წლიდან მოყოლებული კი ის ჯერ 5.50-მდე, შემდეგ 5.42-მდე (2019), 5.31 (2020), 5.12 (2021), 5.20 (2022), 5.20 (2023), 2024 წელს კი 4.70-მდე შემცირდა.

არსებული შედეგით, საქართველო კვლავ ჰიბრიდული დემოკრატიის რეჟიმის კატეგორიაში იმყოფება.

რა არის The Economist-ის დემოკრატიის ინდექსი?

დემოკრატიის ინდექსი არის ყოველწლიური შეფასება, რომელიც მოიცავს 165 დამოუკიდებელ ქვეყანას და ორ ტერიტორიას. ქვეყნები ფასდება 0-10 შკალაზე და შეფასება ეფუძნება ხუთ ძირითად კატეგორიას:

  1. საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი
  2. მთავრობის ფუნქციონირება
  3. პოლიტიკური მონაწილეობა
  4. პოლიტიკური კულტურა
  5. სამოქალაქო თავისუფლებები

ამ ქულების საფუძველზე, ქვეყნები კლასიფიცირდება ოთხ კატეგორიად:

  • სრული დემოკრატია (8.00–10.00)
  • დეფექტური/ნაკლოვანი დემოკრატია (6.00–7.99)
  • ჰიბრიდული რეჟიმი (4.00–5.99)
  • ავტორიტარული რეჟიმი (4.00-ზე დაბალი).

შესაბამისად, საქართველოს ამ დრომდე არცერთ წელს არ გადაუჭარბებია ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიისთვის და არ გადასულა ნაკლოვანი დემოკრატიების სიაში.

2024 წელს საქართველოს ქულის გაუარესება: ძირითადი ფაქტორები

დემოკრატიის ინდექსში 2024 საქართველოს ქულის დაკლება დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:

  • საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი (5.67): საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებული პრობლემები და ოპოზიციისთვის არათანაბარი პირობები.
  • მთავრობის ფუნქციონირება (3.21): სამართლებრივი ჩარევა, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია.
  • პოლიტიკური მონაწილეობა (5.56): სამოქალაქო აქტიურობის შემცირება და პროტესტების შეზღუდვა.
  • პოლიტიკური გარემო (3.75): მზარდი პოლარიზაცია და ნდობის შემცირება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.
  • სამოქალაქო თავისუფლებები (5.29): დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა და პროტესტების შეზღუდვა.

მეზობელი ქვეყნების მდგომარეობა

რეგიონის ქვეყნებს შორის დემოკრატიის გაუმჯობესება აღინიშნება მხოლოდ სომხეთში. ამასთან სომხეთი საქართველოს მთელი 12 ადგილით უსწრებს და რეგიონში დემოკრატიის მხრივ ლიდერის პოზიციას იკავებს.

სომხეთი (5.35 ქულა, 82-ე ადგილი, +0.02) – ჰიბრიდული რეჟიმი, მცირე გაუმჯობესება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, თუმცა კვლავ არის გამოწვევები საარჩევნო პროცესში.

რუსეთი (2.03 ქულა, 150-ე ადგილი, -0.06) – ავტორიტარული რეჟიმი, მკაცრი რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ და თავისუფალი მედიის შეზღუდვა, დემოკრატიული სივრცის კიდევ უფრო შემცირება.

თურქეთი (4.26 ქულა, 103-ე ადგილი, -0.01) – ჰიბრიდული რეჟიმი, მედიის კონტროლი და ხელისუფლების ცენტრალიზაცია, მიუხედავად მცირე პოლიტიკური დინამიკის.

უკრაინა (4.90 ქულა, 92-ე ადგილი, -0.01) – ჰიბრიდული რეჟიმი, ომის ფონზე დემოკრატიისთვის სერიოზული გამოწვევები, თუმცა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ინარჩუნებს აქტიურობას.

აზერბაიჯანი (2.80 ქულა, 126-ე ადგილი, -0.02) – ავტორიტარული რეჟიმი, ოპოზიციის დევნა, მკაცრი მედია კონტროლი და ძალაუფლების კონცენტრაცია მთავრობის ხელში.

გლობალური კონტექსტი: სად არის საქართველო?

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიის ინდექსში ვარდნა განიცადა. 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 83 ქვეყანას დემოკრატიის მაჩვენებელი გაუუარესდა. საქართველო ამ გაუარესებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. რეიტინგის ტენდენცია მოიცავს:

  • 2024 წლის ყველაზე დიდი ვარდნები:
    • ბანგლადეში (-1.44 ქულა, 100-ე ადგილი)
    • ტუნისი (-0.80 ქულა, 93-ე ადგილი)
    • ქუვეითი (-0.72 ქულა, 130-ე ადგილი)
    • საქართველო (-0.51 ქულა, 94-ე ადგილი)
  • ყველაზე დიდი გაუმჯობესება:
    • ლიბია (+0.53 ქულა, 140-ე ადგილი)
    • სენეგალი (+0.45 ქულა, 74-ე ადგილი)
    • პორტუგალია (+0.34 ქულა, სრული დემოკრატია)
  • ტოპ დემოკრატიული ქვეყნები:
    • ნორვეგია (9.81 ქულა, პირველი ადგილი)
    • ახალი ზელანდია (9.61 ქულა, მეორე ადგილი)
    • შვედეთი (9.39 ქულა, მესამე ადგილი)
  • ყველაზე დაბალი ქულების მქონე ქვეყნები:
    • ჩრდილოეთ კორეა (1.08 ქულა, 165-ე ადგილი)
    • ავღანეთი (0.25 ქულა, 167-ე ადგილი)

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული ვარდნა ხაზს უსვამს მმართველობის პრობლემებს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დაბრკოლებებს. The Economist-ის შეფასებით, მომდევნო წლები გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სამოქალაქო თავისუფლებების გაძლიერებას და პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენას.

მსგავსი სიახლეები

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა.…
“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ფინანსური შედეგები 2023…
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…