ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC) გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ამ დროისთვის იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტს უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და სამედიცინო პროცედურა.

კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი კუჭიდან მასიური სისხლდენა გახდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ნარჩუნდება გარკვეული რისკები.

„ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა, დაკვირვება გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

პატრიარქია ილი II დაკრძალეს

პატრიარქია ილი II დაკრძალეს

პატრიარქი ილია II სიონის ტაძარში დაკრძალეს. მანამდე სამების საკათედრო ტაძრიდან პატრიარქის ცხედარი სამგლოვიარო მსვლელობით სიონის ტაძრამდე გადაასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის…
სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება – საპატრიარქო

სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება –…

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება. როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ილია მეორის სამძიმარზე მიმსვლელთა დიდი ნაკადის პირობებში ტაძრის…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე…