საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.
„ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უმაღლესი განათლების სისტემაში, ზოგადად, არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, – ამის შესახებ…
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს,…