იქმნება სტატისტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ტრეინინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
გოგიტა თოდრაძის თქმით, ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია და პირველი ტრეინინგი, დიდი ალბათობით, ოქტომბერში ჩატარდება.
„ავირჩევთ თემას, მაგალითად, ინფლაციის გაანგარიშება და ამასთან დაკავშირებული თავისებურებები ან, მაგალითად, როგორ იანგარიშება ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტი. ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და ჩვენ ერთდღიან კურსს ჩავუტარებთ, ყველანაირ ნიუანსს გავუზიარებთ. არა მხოლოდ თეორიას, არამედ მისი გაანგარიშების პრაქტიკას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გამჭირვალეები და პასუხი გავცეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში წამოსულ ნებისმიერ შეკითხვას. სხვათა შორის, პირველი ტრეინინგი ოქტომბერში ჩატარდება, დიდი ალბათობით. ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილი გვაქვს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებასაც მოვახდენთ“, – განაცხადა თოდრაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ აშშ დოლარი…
საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…