მაკა ბოჭორიშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე საჯარო სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი გააკეთა ექვსასზე მეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგანაც კონკურსის შედეგად შერჩეული ორმოცდახუთი სტაჟიორი სამინისტროში, სხვადასხვა მიმართულებით, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საჯარო დაწესებულებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის…
მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში, „სოფიას…
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების…