საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვთან ტელეფონით ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოში დაგეგმილი თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.
უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
2026 წლის 7 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ…
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების წარმოსაჩენად. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების…
2026 წლის 2 ივლისს, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო…