მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2026 წლის 7 მაისს, “ოცნების” ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ კევინ ჰამილტონთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი.

“საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ვიზიტის ფარგლებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში და ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC)”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა – რა განიხილეს?

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა…

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვთან ტელეფონით ესაუბრა. საგარეო საქმეთა…
მაკა ბოჭორიშვილი: “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

მაკა ბოჭორიშვილი: “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და…

2026 წლის 7 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ…
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების წარმოსაჩენად

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების…

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების წარმოსაჩენად. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების…