მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან აღდგება და გადაიტვირთება

მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან აღდგება და გადაიტვირთება

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან, პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის მარშრუტში, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის, როგოებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი სურვილი და დადებითი მოლოდინები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორებიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.…
“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ ქვრივიშვილი

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ…

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ…
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…