მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ ედვარდ უორდს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს.

“აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებს, რაც ბრიტანული ბიზნესის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ გამოცხადებული ნდობის მანიშნებელია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს კიდევ უფრო განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყანა აგრძელებს ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გზით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დადებით დინამიკას. აღინიშნა, რომ British Airways-ისა და EasyJet-ის მიერ ოპერირების დაწყებამ მოკლე დროში ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის სწრაფი ზრდა გამოიწვია.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი სანქციების აღსრულების მექანიზმებზეც. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პორტებში ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელსაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.…
“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ ქვრივიშვილი

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ…

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ…
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…