ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა – PMC კვლევითი ცენტრი

ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა – PMC კვლევითი ცენტრი

2025 წლის ნოემბერში jobs.ge-ზე 6,528 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 5.0%-ით მეტი.

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, აღნიშნული წლიური ზრდა განპირობებული იყო 2024 წლის ნოემბერში ვაკანსიების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით.

“თვიურ ჭრილში, ყველაზე მცირე კლება დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (-4.0%), ხოლო ყველაზე მეტი კლება – გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში (-18.4%)

წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (+32.0%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში (-2.0%).

2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ნოემბრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 22,932 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიამ შეიტანა”, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები