რომელი სერვისები არ შეფერხდება უქმეებზე – სეს-ი განცხადებას ავრცელებს

რომელი სერვისები არ შეფერხდება უქმეებზე – სეს-ი განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას უქმე დღეებშიც შეუფერხებლად განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს, საქართველოს მთავრობის №563 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებშიც, შეუფერხებლად განხორციელდება ექსპორტ-იმპორტისთვის საჭირო შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა, ცხოველთა სასაკლაოებზე ვეტერინარული ზედამხედველობა, ასევე სახელმწიფო კონტროლი იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკი.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აღნიშნულ საქმიანობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად შეასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა – სეს

ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა…

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული…
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. როგორც უწყება იტყობინება, სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე მ. ნ.-ას…
გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო დააჯარიმეს – სეს

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო დააჯარიმეს – სეს

გორის რაიონის სოფელ კარალეთში ფრინველთა უკანონო სასაკლაო გამოავლინეს – სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე თ. ჭ.-ის კუთვნილი…