სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს – საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.
კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო – 60 მგ.კგ ნესვი – 90 მგ.კგ) არ აღემატება
სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. „იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ…