სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება – საპატრიარქო

სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება.

როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ილია მეორის სამძიმარზე მიმსვლელთა დიდი ნაკადის პირობებში ტაძრის ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად რამდენიმე დღეა, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი აირჩიეს

საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი აირჩიეს

წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია. “ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით…
საპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები გამოარჩიეს

საპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები…

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. ოქმის თანახმად, საპატრიარო კანდიდატებს შორის…
პატრიარქია ილი II დაკრძალეს

პატრიარქია ილი II დაკრძალეს

პატრიარქი ილია II სიონის ტაძარში დაკრძალეს. მანამდე სამების საკათედრო ტაძრიდან პატრიარქის ცხედარი სამგლოვიარო მსვლელობით სიონის ტაძრამდე გადაასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის…