საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის III კვარტალის მდგომარეობით საშუალო ხელფასის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2271 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 214.9 ლარით, ანუ 10.4%-ით მეტია.

საშუალო ხელფასი წარმოადგენს მთლიან დარიცხულ ხელფასს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება. საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით კი 2025 წლის III კვარტალში მისი ოდენობა 1817 ლარს შეადგენდა (საშემოსავლო გადასახადი კი 454 ლარი).

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.9%-ით);
⦁ მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2%-ით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7%-ით);
⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6%-ით).

დარგების მიხედვით ყველაზე დაბალი ხელფასები კი კვლავ განათლების (1367 ლარი) და სხვა სახის მომსახურების (1290 ლარი) სექტორშია.

“2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თბილისშია და 2603 ლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1190 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – საქსტატი

ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.5…
ივლისში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – საქსტატი

ივლისში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით,…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…