სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები, სამი თვით, უცვლელი დარჩა

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები, სამი თვით, უცვლელი დარჩა

კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ტარიფები უცვლელად სამი თვის ვადით დარჩა.

„სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი, ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით. ასევე კომპანია „ენერგო-პროს“ ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ, პარალელურად, ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი.

სამი თვის მერე რა პროცედურები იქნება, ამასთან დაკავშირებით თქვენ იქნებით პერიოდულად საქმის კურსში, რადგან კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსიც, შესაბამისად, კომისია ყოველთვის იხელმძღვანელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს და რომლის საფუძველზეც იქნება დაანგარიშებულ ტარიფები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები

ნაძალადევის რაიონში 12 250 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – “თბილისი ენერჯი”

ნაძალადევის რაიონში 12 250 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა –…

“თბილისი ენერჯის” განცხადებით, გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება ნაძალადევის რაიონში 12250 აბონენტს ავარიულად შეუწყდა. მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დღეს, 12.00 სთ-დან…
სემეკმა ირიგაციის ახალი ტარიფი დაადგინა – ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

სემეკმა ირიგაციის ახალი ტარიფი დაადგინა – ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „ცვლილება მიზნად…
EU-მ კომპანიებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესები განსაზღვრა

EU-მ კომპანიებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესები განსაზღვრა

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესი განსაზღვრა ისე, რომ ამ ქვეყნებმა EU-ს მიერ დაწესებული სანქციები დაიცვან. საუბარია რუსეთის მიერ…