სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა.

შსს-ს ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

მათივე ცნობით, სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და, განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

„საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

შსს ლარსის საზღვრის რუსეთის მოქალაქეების მიერ კვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ლარსის საზღვრის რუსეთის მოქალაქეების მიერ კვეთასთან დაკავშირებით განცხადებას…

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გამშვები…
1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე პორტატული მოწყობილობის კომპლექტით შემოწმდება

1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე პორტატული…

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც  განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული…
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. უწყების განცხადებით, დაკავება ორგანიზებული…