სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.

„შეხვედრა მეტად გულთბილ ვითარებაში წარიმართა. მასზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივაზე. განსაკუთრებით აღინიშნა ეკლესიის როლი საზოგადოებაში მშვიდობისა და ერთობის განმტკიცების საქმეში. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამყაროში იმ სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებას, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ევროპული და, ზოგადად, ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარება. მისი თქმით, სწორედ ეს საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა, ღირებულებები და ტრადიციები წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობისა და მეგობრობის მყარ საფუძველს. ის ასევე შეეხო მიმდინარე წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების მნიშვნელობას. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა იტალიის ხელისუფლებას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის.

თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება. ასევე განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ზე, მის ავტორიტეტსა და იმ სიყვარულზე, რომელიც ქართველმა ხალხმა მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში გამოხატა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო

27 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული…
საპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები გამოარჩიეს

საპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები…

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. ოქმის თანახმად, საპატრიარო კანდიდატებს შორის…
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა. „2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო…