ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა.

„აქ იფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO-ს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები – რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებებით.

ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი ძლიერი უნივერსიტეტის, კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია, ვერ განვითარდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი.

თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია – ბიზნესად, ბიზნესი კი – შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს. მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა ჯიტას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა – ირაკლი კობახიძე

სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა –…

უმაღლესი განათლების სისტემაში, ზოგადად, არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს,…
უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან…