“ყაზბეგის” საბაჟოზე თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 67 ფაქტი აღიკვეთა

“ყაზბეგის” საბაჟოზე თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 67 ფაქტი აღიკვეთა

მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – “ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 4 914 011 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა – 420 749 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

მსგავსი სიახლეები