ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეჰფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მაიდნის მცდელობა ჩავარდა ახლა ერთადერთი რასაც ცდილობენ, მცირე ზიანი მაინც მიაყენონ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას არ აცადონ ბოლომდე ახალი წლის ზეიმი.
„ასეთი მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ უკვირთ, თუ რატომ აგებენ ყოველ ჯერზე არჩევნებს. უკვე ცხრა არჩევნები აქვთ წაგებული. თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე. მე ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის…
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…