„შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სმენის მსოფლიო დღეს  კვირეულით უერთდება

„შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სმენის მსოფლიო დღეს კვირეულით უერთდება

“სმენის მსოფლიო დღე’’ გლობალური კამპანიაა, რომელიც სმენის დაცვასა და სმენის დაქვეითების პრევენციას ეძღვნება. კამპანიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საინფორმაციო კვირეულით უერთდება, რომლის სლოგანიცაა: „შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ მიზანი კი სმენის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სმენის პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

კვირეულის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებას სთავაზობს საგანმანათლებლო და განმარტებითი შინაარსის ვიდეო/აუდიო მასალას, რომელიც მთელი კვირის განმალობაში (3-7 მარტი) ეტაპობრივად განთავსდება თსსუ-ის ფბ და ინსტაგრამ ვერდებზე (https://www.facebook.com/tsmu.tbilisistatemedicaluniversity) (https://www.instagram.com/tsmu_edu?igsh=M2I4c2Y5ZGM5aDI1)

ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალა პასუხს სცემს ყველაზე აქტუალურ კითხვებს:

🔹 რა იწვევს სმენის დაქვეითებას? 🔹 როგორ ამოვიცნოთ სმენის პრობლემები? 🔹 როდის მივმართოთ ექიმს? 🔹 როგორ დავიცვათ ყურის ჰიგიენა? 🔹 როგორია ხმაურის გავლენა სმენაზე?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს მთელ მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან, 60%-ის თავიდან აიცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობით.

ხმაურის მაღალი დონე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ახალგაზრდებში სმენის პრობლემების განვითარებას უწყობს ხელს.

„შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია” – სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად…

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…