საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტს.
„21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:
თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება); რუსთაველის გამზირი – თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე; რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა; მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი; ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი – სასტუმრო „მეტეხიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით; ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი. ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით: სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით; კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით; ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასამდე“, საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ „სოკარის“ ცენტრალური ოფისის მიმართულები. ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან.
მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული…
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. უწყების განცხადებით, დაკავება ორგანიზებული…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა. შსს-ს ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები…