ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან – ირაკლი კობახიძე დიუშენზე

ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან – ირაკლი კობახიძე დიუშენზე

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მშობლებთან დღეს შედგა პირველი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გაიცვალა მოსაზრებები და ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის, კონკრეტულად მედიკამენტებთან დაკავშირებით.

„ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი. თავიდანვე, შეხვედრის დასაწყისიდანვე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ, ზეგ დილამდე შედგება მეორე შეხვედრა, სადაც, იმედი გვაქვს, რომ ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს. ეს იქნება უკვე მეორე შეხვედრის მიზანი, რომელიც, მაქსიმუმ, ზეგ დილისთვის შედგება. იმედი გვაქვს, გამოიძებნება ამ საკითხისთვის ეს ერთობლივი გადაწყვეტა. ძალიან მგრძნობიარე საკითხია და, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან. იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
“პროექტი წარმატებით განხორციელდა” – კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

“პროექტი წარმატებით განხორციელდა” – კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

“დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახლად არჩეული უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ სახელმწიფო…