“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დიდია აჭარაში იუსტიციის სახლის სერვისებზე მოთხოვნა და ყოველწლიურად ამ სერვისებით 700 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
„რეგიონში მუშაობს ასევე მობილური იუსტიციის სახლიც, რომელსაც ათეულობით სოფელში მომსახურება უშუალოდ ადგილზე მიაქვს. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს იუსტიციის სახლი. 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. დღეს უკვე იუსტიციის სახლი არის ხელმისაწვდომი 127 მისამართზე და ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა. სულ მალე რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში გავხსნით ახალ სივრცეებს, რითაც ფილიალების საერთო რაოდენობა 132-მდე გაიზრდება.ჩვენი მიზანია, მუდმივად, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურების სტანდარტები. დღეისათვის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია 500-მდე მომსახურება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ რაოდენობის გაორმაგება, რაც გაზრდის ჩვენი მოქალაქეების წვდომას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურებაზე. ამასთან ერთად, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე აქტიურად იგეგმება ასევე იუსტიციის სახლის პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა.მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა, ხელვაჩაურის მოსახლეობას მივულოცო იუსტიციის სახლის გახსნა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, თითეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს…
საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც…
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო…