3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა. „2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო…
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა,…