3 ოქტომბრიდან ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

3 ოქტომბრიდან ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინანაურის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კრწანისის II შესახვევის, კრწანისის ქუჩის, დიმიტრი გულიას მოედნის, გია გულუას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, ძეგლთან მოხვევით.

ხოლო ორთაჭალის ქუჩიდან წინანაურის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის II შესახვევის გავლით.

აღნიშნულ პერიოდში მიკროავტობუსები N557 და N580 იმოძრავებენ ორთაჭალის ქუჩის N89ა-მდე, ხოლო N561 და N562 მიკროავტობუსები კრწანისის ქუჩიდან მოემსახურებიან ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთს – N92-დან კრწანისის II შესახვევამდე, ასევე კრწანისის II შესახვევს, ორთაჭალის ქუჩის კვეთიდან ვოლსკის ქუჩამდე.

ამ ეტაპზე წინანაურის ქუჩაზე ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება.

პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველო მსოფლიოს პირველ ქვეყნებს უერთდება, სადაც AI სასკოლო პროგრამის ნაწილია. წელს AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე…
ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა.…