საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში არის ნათქვამი. ამავე განკარგულების თანახმად, ეს განკარგულება კომერციულ ბანკებზე არ ვრცელდება, შესაბამისად ისინი აღნიშნულ დღეებში იმუშავებენ.
“საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში − ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად.
ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ამავე განკარგულების თანახმად, საჯარო უწყებები თავად გადაწყვეტენ თუ რა ფუნქციების შესრულების აუცილებლობისთვის განსაზღვრონ რა სახით გაავრცელონ აღნიშნული განკარგულება მათ საქმიანობაზე.
“ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას,”- ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილება ასევე არ ვრცელდება სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიებზე, რომლებიც სახელმწიფოს შესაბამის სერვისებს და პროდუქტებს აწვდიან.
“ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.მ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა.…