საქსტატმა სამომავლოდ შესაძლოა მოდალური ხელფასის გაანგარიშებაც დაიწყოს. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა.
მან ისაუბრა იმ მეთოდოლოგიაზე რომელსაც საქსტატი ამჟამად საშუალო არითმეტიკული და მედიანური ხელფასების დათვლისას იყენებს.
“ორივე მაჩვენებელი, საშუალო არითმეტიკული და მედიანური ხელფასი, წარმოადგენს ცენტრალური ტენდენციის საზომს. ისინი კი არ ანაცვლებენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს. საშუალო მაჩვენებელი უფრო სენსიტიურია და მასზე მოქმედებს ნებისმიერი დასაქმებულის ხელფასის ცვლილება. უკიდურესი წევრები მედიანაზე გავლენას ვერ ახდენენ. ანალიზისთვის, სტატისტიკაში ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვანია და უმჯობესია ორივეს გამოყენება. არის ასევე მოდალური ხელფასი, ყველაზე გავრცელებული ხელფასის მნიშვნელობა რომელია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ვითვლით, თუმცა სამომავლოდ განვიხილავთ ამის გაანგარიშების შესაძლებლობასაც”,- ამბობს გოგიტა თოდრაძე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…