ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესები მიიღო

ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესები მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი გამოაქვეყნა. იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შექმნა პარლამენტის მიერ 2022 წლის დეკემბერში შესაბამისი კანონის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ეროვნულმა ბანკმა სწორედ ამ კანონის ქვემდებარე აქტი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ჩარჩოს ადგენს.

“იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკებისთვის იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომში – იპოთეკური ობლიგაციები) გამოსაშვებად ავტორიზაციის მინიჭების, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის რეგულირების საკითხებს, მათ შორის:

ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომერციული ბანკი იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვებისა და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით;

ბ) ემიტენტი კომერციული ბანკის მიერ ანგარიშგების წარმოების წესსა და პერიოდულობას;

გ) ემიტენტი კომერციული ბანკის მიერ შესაბამისი აქტივებით იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველყოფისა და ლიკვიდურობის მოთხოვნების (ლიკვიდურობის ბუფერის) დაცვის საკითხებს.”- ნათქვამია დოკუმენტში.

იპოთეკური ობლიგაციების კანონის მიღების შემდეგ, კომერციულ ბანკებს მათში არსებული 9.9-მილიარდიანი იპოთეკური სესხების პორტფელის უზრუნველყოფაში ჩადება და აღნიშნულის საფუძველზე ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…