„ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია“ – ბრიტანეთის ელჩი ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე

„ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია“ – ბრიტანეთის ელჩი ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე

„ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია“ – ასე შეაფასა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა განიხილეს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა აღნიშნა, რომ ამ აისბერგის ქვემოთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მონაწილეობა მივიღე ძალიან სასარგებლო და ცოცხალ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობითა და მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ძალიან გამორჩეულია არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. პრემიერმა…
რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022…
ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა…