თსუ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ  კონფერენციას მასპინძლობს

თსუ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს

100-ზე მეტი ექსპერტი მთელი მსოფლიოდან მონაწილეობს ღვინის ეკონომისტთა
ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც  ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის
უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, ღვინის ეროვნული სააგენტოს
თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს
პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის
დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები,
პროფესორები, სტუდენტები ესწრებიან.
 
ღვინის ეკონომისტები აშშ-დან, გერმა,ნიიდან, გაერთიანებული სამეფოდან,
იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ
აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, საქართველოდან მსჯელობენ ღვინის
ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე, საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ
კოლეგებს.
 
,,დღეს პირველად ტარდება საქართველოში ასეთი რანგის ღონისძიება. სხვადასხვა
ქვეყნიდან არიან ჩამოსულები ამ დარგის პროფესიონალები. ეს ხელს შეუწყობს
უპირველესად კვლევას იმ საკითხებისა, რომელიც დაკავშირებული არის ღვინის
ეკონომიკასთან, მისი ეკონომიკის განვითარებასთან და, საერთოდ, ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებასთან. ბევრმა გაიგო, რომ საქართველოში ღვინის წარმოების
დიდი ტრადიციაა, ახლა საჭიროა ამის პოზიციონირება დიდ ბაზარზე. სწორედ, ამ
საკითხებზე გვექნება საუბარი კონფერენციაზე,“ – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
 
ქვეყნისთვის კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან
დავითაშვილმა: ,,კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ უფრო
დეტალურად გაეცნონ საქართველოს ღვინის ინდუსტრიის შესაძლებლობებს,
კულტურას, ტრადიციებს. ჩამოსული არიან ღვინის სექტორის წამყვანი სპეციალისტები.
კონფერენცია ქართული  ღვინის ინდუსტრიას საერთაშორისო ცნობადობის
თვალსაზრისით ძალიან დაეხმარება. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ქართული
ენდემური ჯიშების, ღვინის დაყენების მეთოდების ცნობადობა. მაგალითად, როგორიც
არის ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც ყველასგან განსხვავებულია. ეს
არის ქართული ღვინის ძლიერი მხარე.“
 
უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში გაეცნობიან მეღვინეობის უნიკალურ
პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებს. კონფერენცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო
აკადემიურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას ღვინის ეკონომიკის

მიმართულებით; ასევე, დაეხმარება ქართული ღვინის ინდუსტრიას აშშ-ში, გერმანიაში,
დიდ ბრიტანეთსა და სხვა ბაზრებზე წვდომაში.
 
ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტის მამუკა წერეთლის თქმით, 
„კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ გაიგოს
საქართველოს როლის შესახებ ღვინის კულტურის განვითარებაში. საქართველო არის
ღვინის როგორც ისტორიის, ასევე ინდუსტრიის განვითარების მხრივ ავანგარდში მყოფი
ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცენტრი იმ ყველაფრისა,
რომელიც უკავშირდება ღვინოს, ღვინის ისტორიას, ღვინის ეკონომიკას, ღვინის
პოლიტიკას. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონფერენციას მსოფლიო ბაზრებზე ქართული
ღვინის დამკვიდრების თვალსაზრისით.“
 
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია სხვადასხვა
დროს, მსოფლიოს წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ტარდება და ძალიან
მნიშვნელოვანი როლი აქვს ღვინის ეკონომიკის განვითარების პროცესში.
ამასთან დაკავშირებით ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან
მეხუზლამ: ,,ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და კიდევ ერთი
აღიარებაა იმისა, რომ საქართველო გაჩნდა მეღვინეობის მსოფლიო რუკაზე და აღიქმება
როგორც საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ეს
კონფერენცია  კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის
ამაღლებას.“
ქართული ღვინის განსაკუთრებულობისა და კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნიუ-
იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლ სტორჩმენმა: ,,კონფერენციაზე
განვიხილავთ ღვინის ეკონომიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს,
ისეთებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მარკეტინგი. ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია რომ აქ ვართ, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, ის  ცნობილია
ვაზის მრავალი ჯიშით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის. მსოფლიოს
შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქართველოსგან.“
 
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიური
 კონფერენცია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს
მხარდაჭერით ტარდება.  კონფერენცია 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი არის ტური კახეთსა და ქართლში, სადაც  სტუმრები
დეტალურად გაეცნობიან ქართულ ჯიშებს, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და
ქართული ღვინის კულტურასა და ეკონომიკას.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…