იანვარში წლიური ინფლაცია 2% იყო

იანვარში წლიური ინფლაცია 2% იყო

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (11.5%), ზეთი და ცხიმი (10.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9%), თევზეული (1.9%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.3%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (8.4%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.4%).

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9%-ით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.5%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო
მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (3.9%).

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8%-ით. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (4.8%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5%) ქვეჯგუფებზე.

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1%-ით. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.4%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.4%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.4%).

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…