კვლევების შემდეგ, მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლიდან გეგმავს

კვლევების შემდეგ, მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლიდან გეგმავს

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მოკვლევის შემდეგ მიიღებს, თუმცა ხელისუფლებაში ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლის დასაწყისიდან იმედოვნებენ. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა ავიაციის და აეროპორტების განვითარების ორ ვერსიას განიხილავს, საიდანაც ერთ-ერთი არსებული აეროპორტის გაფართოება შეზღუდულია. მეორე კი ახალი აეროპორტის მშენებლობაა. დავითაშვილის ინფორმაციით, ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, სამუშაოები უწყებამ გასულ წელს დაიწყო და დარგის განვითარების ვარიანტები ქვეყანაში მგზავრთნაკადის ზრდის პერსპექტივებიდან გამომდინარე გაკეთდა, რომელიც ხელისუფლების შეფასებით, ოპტიმისტურია.

აეროპორტის ახალ პროექტზე საუბრისას, ჩვენი გეგმა მოკლევადიანი ვერ იქნებოდა, ამიტომ ახალ აეროპორტთან მიმართებით 2030 წელზე გათვლა პასუხისმგებლიანი მიდგომა არ იქნებოდა. ჩვენი გათვლებით 2050 წლამდე იმ შესაძლებლობებს უნდა ემყარებოდეს, რომელიც აეროპორტს უნდა ჰქონდეს. ასევე დავინახეთ როგორია დინამიკა – როგორ ხდება მსოფლიოში აეროპორტების განვითარება. ამ გამოცდილების გათვალიწინებით, ახლა რამდენიმე ოფციას ვიხილავთ. დღევანდელი მთავრობის განკარგულებით, ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს, საკონსულტაციო კომპანიას დავიქირავებთ, რომელთანაც მოლაპარაკებები და გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით უკვე მიდიოდა. დღეს არსებული ქართველი ექსპერტების კვლევები უნდა გადამოწმდეს და მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ზოგადად ავიაციის და აეროპორტის განვითარებასთან თანხვედრაში იქნება“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ არსებულის გაფართოებასა ან ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ცალსახა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რაც შეეხება ვადებს, ლევან დავითაშვილი ამბობს: ”ვადებთან დაკავშირებით, ვიწყებთ მუშაობა, მიმდინარე წელს უკვე გვექნება გადაწყვეტილება მიღებული ახალი აეროპორტი იქნება, თუ ადგილობრივი აეროპორტის გაფართოება მოხდება.

ადგილობრივი აეროპორტის გაფართოების გეგმა უკვე არსებობს და “ტავ ჯორჯიასთან” ერთად დამუშავებულია, თუმცა ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, ტექნიკური პირობები მიმდინარე წელს განისაზღვრება და წელს არქიტექტურული კომპანიის შერჩევას შევძლებთ. ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც 3-4 წელიწადს გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…
„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე ფასი არ გაიზრდება. “საქმიანი დილის” ეთერში სტუმრობისას მან იმპორტირებული კვერცხის…
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I კვარტალი)

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I…

2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან ზრდას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 34%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც თბილისისა…