კომუნიკაციების კომისიამ ექვსი მაუწყებელი დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ექვსი მაუწყებელი დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე მაუწყებელი დააჯარიმა. კომისიის ცნობით, “მაგთიკომის”, “სილქნეტის”, “ახალი ქსელების” და “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” საჩივრების საფუძველზე, „მედია რაითს ჯორჯიას“, “ტელეიმედის”, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველის”, “პოსტვ”-ის, “ფორმულას” და “მედია ჰოლდინგის” მიერ კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა დაადგინეს, რომელიც კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას ან შეთანხმებულ ქმედებას ე.წ. “კარტელურ გარიგებას” გულისხმობს. მაუწყებლები მარეგულირებელმა 100-100 ლარით დააჯარიმა.

“საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე, ვინაიდან კომისიამ “კონკურენციის შესახებ” კანონით პირველად განიხილა საქმე, ჯარიმის ოდენობა სიმბოლური თანხით განისაზღვრა.

მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ კონკურენტი მაუწყებლები გაერთიანდნენ და შუამავალი კომპანიის, “მედია რაითს ჯორჯიას” მეშვეობით, ტრანზიტორ კომპანიებს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის ერთობლივად დადგენილ საფასურს თხოვდნენ. მათივე განმარტებით, მაუწყებლების მიერ ტრანზიტის საფასურის ერთობლივი დადგენა ზღუდავს კონკურენციას და ეწინააღმდეგება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონს. შესაბამისად, “მაგთიკომი”, “სილქნეტი”, “ახალი ქსელები” და “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, მოპასუხეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მათ მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

კომუნიკაციების კომისიამ 18 თვიანი მოკვლევის საფუძველზე შეაფასა მაუწყებლების და შუამავალი კომპანიის ხელშეკრულება, რომლითაც მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის მომსახურების ერთიანი ფასი დადგინდა. კომისიის განმარტებით, კონკურენტულ მაუწყებლებს შორის ფასზე შეთანხმება (ფასის ფიქსირება) ზღუდავს კონკურენციას და ეწინააღმდეგება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ “ტელეიმედის”, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველის”, “პოსტვ”-ის, “ფორმულას” და “მედია ჰოლდინგის” სიმბოლური თანხით – 100-100 ლარით დაჯარიმებასთან ერთად, მხარეებს კანონსაწინააღმდეგო ხელშეკრულების 1 თვის ვადაში გაუქმების ვალდებულება დააკისრა”,-აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…