მოქალაქეთა ნაწილი 200,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღებას შეძლებს – სებ-მა რეგულაცია შეცვალა

მოქალაქეთა ნაწილი 200,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღებას შეძლებს – სებ-მა რეგულაცია შეცვალა

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა აიკრძალა, რაც სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა.

დღეს ეს მიდგომა შეიცვალა, რადგანაც ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს წესებს, რომელთა მიხედვითაც 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა იქნება ნებადართული.

“კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

ახალი წესის შედეგად, იმ პირებს, ვისაც უცხოურ ვალუტაში შესაბამისი ზომის დეპოზიტი აქვთ, შეუძლიათ ქართული ბანკებიდან სავალუტო კრედიტებით ისარგებლონ. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული ამ სესხების ქვედა ზღვარი, შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის სესხი 200,000 ლარამდე (70,500 დოლარამდე; 69,500 ევრომდე).

როგორც სებ-ში განმარტავენ, ეს ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ სავალუტო დეპოზიტების მქონე პირებს ეხება და არა მათ, ვისაც ვალუტაში, მაგალითად, ევროში ან დოლარში აქვს შემოსავალი.

ეროვნულ ბანკს ამ ცვლილების მიღებისკენ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწოდებდნენ, თუმცა მხოლოდ ახლა, სებ-მა ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სავალუტო სესხების გაცემის ნებართვა გასცა. ანალოგიური ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე, რომელთაც ასევე შეეზღუდათ სავალუტო კრედიტებით სარგებლობა.

2022 წლის მაისის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში ფიზიკური პირები 19.9 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ. აქედან 5.4 მილიარდის რესურსი ლარში, 14.5 მილიარდის რესურსი კი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. შესაბამისად, დეპოზიტების დოლარიზაცია 72.6%-ია.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…