მშენებლობა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე არ უნდა მოხდეს – კალაძე

მშენებლობა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე არ უნდა მოხდეს – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მშენებლობა რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე არ უნდა წარმოებდეს, ამის შესახებ მან გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ზღვისუბნის პარკში გაიმართა.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ 2017 წელს, აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული – ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების გასხვისება, რათა შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. ცხადია, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მშენებლობის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს სკვერებითა და პარკებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს კულტურა შემოვიტანეთ და თბილისის პარკები სავსეა მოსახლეობით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება, ზღვისუბნის პარკზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

„ზღვისუბნის პარკში წლების წინ იყო ჩვეულებრივი ჭაობი, იყო უმძიმესი მდგომარეობა, გაუსაძლისი პირობები. როდესაც ადგილზე მოვედით, შევხვდით აქ მცხოვრებლებს, მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა მთლიანად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და აქ გავაშენებდით დედაქალაქში ყველაზე დიდ, საქალაქო მნიშვნელობის პარკს. ზღისუბნის პარკი ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცეა, რომელიც მოიცავს 25 ჰექტარს. გულს უხარია, როდესაც აქ ადამიანი მოდის – ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დაისვენონ და განიტვირთონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა, რომლის მხარდაჭერითაც მთაწმინდის ფერდის განახლება ხდება.

„თვალშისაცემია გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ყველა ხედავს, თუ როგორ იცვლება ჩვენი ქალაქი უკეთესებისკენ. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით, გვაქვს ამბიციური გეგმები და ცოდნა, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო უკეთესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რადგან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – მიმდინარეობს მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები, რომელიც თბილისის ე.წ. ფილტვებია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მთლიანად ხდება აღნიშნული ფერდის განახლება, რომელიც 400 ჰექტარს მოიცავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მთავრობისა და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…