რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკური ზრდის ჯამური მაჩვენებელი 11.2% იყო. საქსტატის გენერალურმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა ბრიფინგი იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც მაისში ორნიშნა ზრდა განაპირობეს. მისი თქმით, მაისის განმავლობაში კერძო სექტორის ბრუნვამ 10.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია. 

გოგიტა თოდრაძის განმარტებით, ეკონომიკის სექტორების უდიდეს ნაწილში ზრდა დაფიქსირდა. 

“2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ამ სექტორს მიეკუთვნება საფოსტო და საკურიერო საქმიანობები, სადაც ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა და შესაბამისად დადებითი წვლილი შეიტანა მაისის ეკონომიკურ ზრდაში. ენერგეტიკის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის ზრდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც 20%-ით და ამასთან წინა წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი ელექტროენერგიის ექსპორტი.

ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროების და რესტორნების სექტორშიც, რაზეც რასაკვირველია უდიდესი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებამ, კერძოდ მაისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 320,000 ვიზიტი საქართველოში, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის ტენდენცია დაკავშირებული იყო მინერალური სასუქების, კვების პროდუქტების და სამშენებლო მასალების წარმოებასთან, ასევე მეტალურგიულ მრეწველობასთან. დაახლოებით 52%-ით გაიზარდა ფეროსილიკონ მანგანუმის წარმოება. მშენებლობაში არსებული ზრდა უკავშირდება სამოქალაქო და საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობას, ასევე პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის ზრდას. გასათვალისწინებელია, რომ 20%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 28%-ით გაიზარდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი, გაზრდილია ასევე სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ძალიან გამორჩეულია არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. პრემიერმა…
როგორ ნაწილდება უძრავი ქონების ფასები თბილისის უბნების მიხედვით

როგორ ნაწილდება უძრავი ქონების ფასები თბილისის უბნების მიხედვით

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის…
ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა…