სესხების ლარიზაციამ 55%-ს მიაღწია

სესხების ლარიზაციამ 55%-ს მიაღწია

საბანკო სექტორში არსებული კრედიტების ლარიზაციის წილი იზრდება – ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში სესხების ლარიზაციამ 54.68%-ს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ლარიზაციის მაქსიმალურ სტატისტიკას წარმოადგენს.

ქართულ ბანკებს გაცემული აქვთ 23.5 მილიარდი ლარის მოცულობის ეროვნული ვალუტის კრედიტი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 19.5 მილიარდი ლარია.

“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.07 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.10 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.51%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.19%-ით მეტი).

2022 წლის სექტემბრის განმავლობაში 0.07%-ით, ანუ 16.64 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 22.97 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.68 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.24 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით),”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…
„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე ფასი არ გაიზრდება. “საქმიანი დილის” ეთერში სტუმრობისას მან იმპორტირებული კვერცხის…
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I კვარტალი)

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I…

2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან ზრდას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 34%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც თბილისისა…