ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა 31 კანდიდატს სურს

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა 31 კანდიდატს სურს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე 31 განაცხადი შევიდა. 

შესაბამისი ვაკანსია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე იყო გამოქვეყნებული. განცხადების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გამოსაცდელი ვადა 6 თვით განისაზღვრება, მისი ხელფასი კი 6 380 ლარს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი მიმდინარეა, დასრულებულად არ მიიჩნევა და ჩაითვლება მაშინ, როცა შეირჩევა ხელმძღვანელი. რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, შემოსულია 31 განაცხადი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აკმაყოფილებს ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა 2020 წლის დეკემბრიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თავად ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით გაიზრდება – Travelfy

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით…

ტურისტული კომპანია Travelfy-ის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, EURO 2024-ისთვის შექმნილ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. BM.GE-სთან საუბრისას მარიამ დგებუაძე ამბობს, რომ კომპანიაში ტურისტულ…
2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე დასრულდა – რომელი ქვეყნებიდან იყო ინტერესი?

2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე…

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში 2023 წელს ხელშეკრულება 11 პროექტის გადაღებაზე გაფორმდა, საიდანაც გადაღებები 9 ფილმზე უკვე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო…
საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას – „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების…