ჩვენ პატივს ვცემთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას – პრემიერი

ჩვენ პატივს ვცემთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული და ჯანსაღი თანამშრომლობაა საჭირო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, მისი 7-წლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პატივს სცემს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, მარეგულირებელსა და მთავრობას შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, უწყებები კოორდინირებულად და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობდნენ.

„ჩემი მხრიდან მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონია – ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებით და პასუხისმგებლობით 2 წელი ერთად ვიმუშავეთ და თქვენ ხედავთ შედეგები შთამბეჭდავია.

ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი.

თქვენ ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, რა დროსაც არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა – გემშვიდობებით“, – მიმართა პრემიერმა გვენეტაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ეროვნული ბანკის მენეჯმენტს საშუალება მისცა, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე ყოფილიყო.

„საგარეო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდა და თითქმის 38%-მდე ჩამოვწიეთ, მშპ ისტორიულ მაქსიმუმზეა, წელს 25 მლრდ დოლარი იქნება, შესაბამისად ლარებში 80 მლრდ ლარამდე, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით 8 000 დოლარს მიაღწევს და ლარი სტაბილურია 2.6 – 2.65 ლარის ფარგლებში დოლართან მიმართებით. უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს და რაც მთავარია, 2 წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობა გვენეტაძეს და მის მენეჯმენტს, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…