ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა 18.6%-ით შემცირდა – რით ვვაჭრობთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა 18.6%-ით შემცირდა – რით ვვაჭრობთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ჩინეთთან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქონლით ვაჭრობა 18.6%-ით შემცირდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვამ 376.023 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვაჭრობის კლების მიუხედავად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.9%-იანი წილით მესამე ადგილზეა.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი იანვარ-მარტში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 39.4%-ით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ ჩინეთში საქონლის რეალიზებით 133 მილიონ 332 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და 9.1%-იანი წილით პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ჩინეთი 18.8%-იანი წილითა და 220 მილიონიანი ექსპორტით უმსხვილესი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზე იყო.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების TOP-5-ეული ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 103.5 მლნ დოლარი, კლება – 41.9%;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 14.8 მლნ დოლარი, კლება – 32.4%;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 6.3 მლნ დოლარი, ზრდა – 55%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 2.6 მლნ დოლარი, კლება – 12.2%;
5. მსუბუქი ავტომობილები – 1.4 მლნ დოლარი, ზრდა – 4 771%;

დანარჩენი საქონლის ექსპორტი 64.1%-ით შემცირდა.

პირველ კვარტალში ჩინეთიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მცირედით. შესაბამისად საქართველომ ამ პერიოდში 242 მილიონ 691 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა და 7.3%-იანი წილით უმსხვილესი იმპორტიორი სახელმწიფოების ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზრდა 0.3% იყო.

ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასე გამოიყურება:

1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 25.2 მლნ დოლარი, ზრდა – 321%;
2. მარტივი პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები – 7.5 მლნ დოლარი, კლება – 56.8%;
3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით – 6.6 მლნ დოლარი, კლება – 1.4%;
4. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები – 5.2 მლნ დოლარი, კლება – 32.4%
5. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის – 5.2 მლნ დოლარი, კლება – 10.4%.

დანარჩენი საქონლის იმპორტი 2.6%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…