“წრიული” ეკონომიკა და ნარჩენების მართვა

“წრიული” ეკონომიკა და ნარჩენების მართვა

რამაზ აბესაძე, პროფესორი

დღევანდელი მსოფლიო ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას, პირველი, არააღდგენადი
რესურსების მსოფლიო მარაგები თანდათან იწურება და აუცილებელია მათი რაც
შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნება. მეორე, ეკონომიკური ზრდა საფრთხეს უქმნის
კაცობრიობას გლობალური და ლოკალური ხასიათის ეკოლოგიური პრობლემების
გამძაფრების გამო. ასევე მეტად მნიშვნელობანი პრობლემაა ის, რომ მომავალში
რესურსების მოპოვება თანდათან გაძნელდება და მათზე მოთხოვნა კი გაიზრდება,
მაშასადამე, რესურსები გაძვირდება, პარალელურად გაძვირდება ბუნებისდაცვითი
ღონისძიებები.
თანამედროვე ეკონომიკის უდიდესი ნაწილისათვის დამახასიათებელია ბუნებრივი
რესურსების მფლანგველური მოხმარება – რესურსების ეკონომიკური ფასეულობა
მაქსიმალურად არ გამოიყენება. ასეთ ეკონომიკას, რომელიც ორიენტიტებულია მოგების
ზრდაზე, დღევანდელი მოთხოვნილებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე,
სწორხაზოვან ეკონომიკას უწოდებენ. სწორხაზოვანი ეკონომიკის პირობებში
შეზღუდული რესურსები გამოიყენება არა ეფექტიანად და წარმოების ნარჩენების
უზარმაზარი რაოდენობა დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე. სწორხაზოვანი
ეკონომიკის პირობებში არსებობს ბუნებრივი რესურსების სწრაფად ამოწურვის,
კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დეგრადაციის საფრთხე, წარმოების ჯაჭვის
ციკლურობის პრინციპი კი ერთდროულად ამ საფრთხეებს ამცირებს და, მეორე მხრივ,
ეკონომიკას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სწორხაზოვან ეკონომიკის საპირისპიროა
წრიული ეკომომიკა, რომელიც ორიენტირებულია ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური
ფასეულობის მაქსიმალურ გამოყენებასა და გარემოს მინიმალურ დაბინძურებაზე. ეს
მოდელი გულისხმობს: ბუნებიდან მიღებული რესურსი მაქსიმალურად იქნეს
გამოიყენებული რამდენიმე სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
მართალია, 100%-იანი წრიული ეკონომიკის მიღწევა შეუძლებელია, ნარჩენი
ყოველთვის იარსებებს და, შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედებას ყოველთვის ექნება
ადგილი. მაგრამ, მდგრადი განვითარების უკეთესი მოდელი არ არსებობს და ბუნებაზე
დაწოლა გაცილებით მეტი იქნება, მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში.

„წრიულ“ ეკონომიკაზე გადასვლა იწვევს ცვლილებებს ეკონომიკურ სისტემაში, მის
ყველა ელემენტში: საკუთრების ხასიათში (მესაკუთრე ხშირად უპირატესობას ანიჭებს
პროდუქცის არა გაყიდვას, არამედ გაქირავებას, არა ახალი პროდუქციის შექმნას, არამედ
რემონტს, რეკონსტრუქციას, გადაიარაღებას, განახლებას), ტექნოლოგიებში (იცვლეება
წარმოების წესი ახლით, რმლიც ორიენტირებულია უნარჩენო, ეკოლოგიურად სუფთა
წარმოებაზე და არა მხოლოდ მოგების ზრდაზე), ფიზიკურ კაპიტალში (ახალი ტექნიკა
შეესაბამება წარმოების პროცესის გაგრძელებას, რესურსების მაქსიმალურად
გამოყენებას), ადამიანისეულ კაპიტალში (ადამიანისეული კაპიტალის ელემენტები
იცვლება წრიული ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად ახალი ცოდნის, ახალი

ტექნოლოგიების, ახალი ფიზიკური კაპიტალის, წარმოების ახალი ფორმების, ახალი
ინსტიტუციების შესაქმნელად, ინოვაციების განსახორციელებლად, ახალი საწარმოო
პროცესების გასაძღოლად და ა. შ.), ინსტიტუციებში (იქმნება ახალი კანონები,
ნორმატიული აქტები, რეგულირების ორგანოები, იცვლება ბაზრებისა და სხვა
ინსტიტუტების ფუნქციონირების ხასიათი და ა. შ.).
წრიული ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნარჩენების მართვა, რომელსაც აქვს ორი
უმნიშვნელოვანესი ასპექტი – ეკოლოგიური და ეკომომიკური. ეკოლოგიური
თვალსაზრისით ნარჩენები გარემოს დაბიმძურების მნიშვნელოვანი წყაროა. მისი
სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე განთავსებისას, მიწითაც რომ დაიფაროს,
დროთა განმავლობაში ლპება და ატმოსფეროში სხვადასხვა მავნე აირების სახით
გამოიყოფა. ხშირ შემთხვევაში ამ დროს წარმოქმნილი მეთანი თვითაალებადია. ასევე
მიმდინარეობს მარჩენების მბჟუტავი წვა, რის
შედეგადაც უაღრეად მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება და
გაიფრქვევა ატმოსფეროში. გარდა ამისა, ნარჩენებში ჟონავს წვიმის წყალი, რომელიც
ნარჩენებში არსებული მავნე ნივთიერებებით ბინძურდება და რომელიც საბოლოოდ
გრუნტის წყლებს ან მდინარეებს შეერევა, რაც მათ სერიოზულ დაბინძურებას იწვევს.
ეკონომიკური თვალსაზრისით ნარჩენები წარმოადგენს წრიული ეკონომიკის რესურს,
რომლის გამოყენება კვლავ შესაძლებელია და რისი უგულვებელყოფა რესურსების
მნიშვნელოვან დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ასევე, შეზღუდული რესურსების
პირობებში, გამოუყენებელი ხდება მიწის ის რესურსები, რომლებზედაც
ნაგავსაყრელები ეწყობა. ნარჩენების მეორად გამოყენებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური
და ეკოლოგიური შედეგი მოჰყვება. ნაგავსაყრელზე კი მხოლოდ ის ნარჩენი უნდა
ხვდებოდეს, რომლის შემდეგი გამოყენება ძლებელია.

საქართველოში არც თუ შორეულ წარსულში ნარჩენების მართვას ყურადღება არ
ექცეოდა. ფაქტობრივად, ყველა ნაგავსაყრელი ნორმებისა და წესების დაცვის გარეშე
ფუნქციონირებდა. ნარჩენების მართვას ყურადღება 2014 წლიდან მიექცა და
მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა, უპირვრლეს ყოვლისა, ინსტიტუციური ბაზის
ჩამოყალიბებისა და განმტკიცების (2014 წელს მიღებული იქნა კანონი – „ნარჩენების
მართვის კოდექსი“, 1015 წელს კი „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული
სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“. ეს დოკუმენტები
ეფუძნება ევროკავშირის ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ დირექტივებსა და
რეგულაციებს), ასევე ნაგავსაყრელების მოწესრიგების მიმართულებით. გაჩნდნენ
ნარჩენების სეპერაციულად შემგროვებელი საწარმოები და სხვ.
მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა,
ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. დღეისათვის, საქართველოში

ნარჩენების განთავსების სისტემის მთავარ ღერძს კვლავ მუნიციპალური
ნაგავსაყრელები წარმოადგენს, კვლავ ფუნქციონირებს მოუწესრიგებელი და უკანონო
ნაგავსაყრელები,  გრძელდება დაცული ტერიტორიებისა და ტურისტული
კომპლექსების და სხვა ტერიტორიების დანაგვიანება. კომპანიები სრულად არ
ასრულებენ არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს და ა.შ. განსაკუთრებით ცუდი
მდგომარეობაა რეგიონებში. აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ ქალაქებში დ
რაიონულ ცენტრებში. სოფლების დიდ ნაწილს დასუფთავების სერვისი არ მიეწოდება.
მოსახლეობა ნარჩენებს ყრის ხეობებში, მდინარეების კალაპოტებში და წარმოიქმნება
ასობით არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი. მცირე ზომის ქალაქებსა და სასოფლო
დასახლებებში არ არის საკმარისი რაოდენობით ნარჩენების შესაგროვებელი
კონტეინერები და ნაგავმზიდი მანქანები და ა. შ. საქართველოში, მცირე შემთხვევების
გარდა არ არის განვითარებული ნარჩენების სეპარაციის, პრევენციის, ხელახალი
გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის პრაქტიკა.
დღეს ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსება აღარ არის გამართლებული როგორც
ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში
ნარჩენების მართვის მთავარი მიმართულთულებაა ნარჩენის წარმოქმნის შემცირება და
მისი, როგორც რესურსის გადამუშავება პროდუქციის მისაღებად. ამდენად,
საქართველოში უნდა დაინერგოს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა,
რომლიც გულისხმობს ნარჩენების დახარისხებულად შეგროვებას და მათი, როგორც
ეკონომიკირი რესურსის, შემდგომ გადამუშავებას. ნაგავსაყრელზე კი მხოლოდ
ის ნარჩენი უნდა ხვდებოდეს, რომლის შემდეგი გამოყენება 
 შეუძლებელია.

მოწინავე ქვეყნებში ნარჩენების მართვაში დიდი გამოცდილება დაგროვდა. შეიძლება
გამოიყოს ამ სფეროში ყველაზე მოწინავე ქვეყნები, კერძოდ: შვედეთში ნარჩენების
გადამუშავების განაკვეთი 100%-ს უახლოვდება. შვედური ნარჩენების მენეჯმენტის
გასაღები ცხოვრების სიმარტივეა, ისინი ყიდულობენ და იყენებენ მხოლოდ იმ ნივთებსა
თუ მასალებს, რომლებიც აუცილებელია, ეს კი ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაა
ნარჩენების დიდი რაოდენობით გამომუშავების თავიდან ასაცილებლად. ავსტრიაში
ნაგავსაყრელის ნარჩენების გადამუშავების განაკვეთი 63%-ია. გადამუშავების
პროგრამების განვითარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის სტაბილურობას ამ მიმართულებით.
ევროპის გარემოსდაცვითი სააგნეტოს მიხედვით (EEA 1 ) ავსტრია ბოლო ათწლეულია
ნარჩენების გადამუშავების თვალსაზრისით უმაღლეს დონეს ინარჩუნებს. ავსტრიაში
განაცალკევებენ სხვადასხვა სახის ნარჩენს, ნარჩენი ქაღალდისგან ამზადებენ ყუთებს,
გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს, კატალოგებს და ა.შ. მინა ფერის მიხედვით
ცალკევდება და მზადდება ბოთლები, ქილები… აღსანიშნავია, რომ ის შინის ნივთები,
რომელთა ხელახლა გამოყენება შესაძლებელია, გადამუშავების ნაცვლად, მეორეულად
გამოიყენება. აქ განაცალკევებენ როგორც მავნე ნივთიერებებს, ისე ორგანულ
ნარჩენებს. მავნე ნივთიერებებში შედის ბატარეები, ენერგოდამზოგველი ნათურები,
წამლები, საღებავები, პესტიციდები და სხვა. ეს ნარჩენები ისევ იქ ბრუნდება სადაც

აწარმოეს, რათა მათ შეძლონ ხელახლა გამოყენება. რაც შეეხება ორგანულ ნარჩენებს,
ისინი გამოიყენება სასუქად. იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიაში გადამუშავების
სიტემა დიდი ხანია არსებობს, ის გამორჩეულია გადამუშავებული ან განდგურებული
ნარჩენების რაოდენობით. ავსტრიული კონსტიტუციის თანახმად, პასუხისმგებლობას
ნარჩენების მენეჯმენტის შესახებ ინაწილებენ როგორც ფედერაციული, ისე
პროვინციების მმართველლ ორგანოები. დამატებით, ავსტრიისთვის ნარჩენების
მენეჯმენტისთვის საყრდენია 2002 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტი „იმოქმედე
ნარჩენების წინააღმდეგ“. გერმანიაც არ ჩამორჩება ავსტრიას ნარჩენების გადამუშავებაში
და 62%-იანი მაჩვენებლით ათეულში იკავებს ადგილს. მან უკვე 20 წელზე მეტია
შეიმუშავა ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკა, რაშიც მთავრობა, მწარმოებლები თუ
უბრალო მოქალაქეები მაქსიმალურად არიან ჩართულები და აქტიურად იყენებენ
თანამედროვე ტექნოლოებს, რათა გაზარდონ ნარჩენების გადამუშავება. დღესდღეობით
გერმანიის ნედლეულის 14% აღდგენილი ნარჩენებია. ტაივანიც ერთ-ერთ მოწინავე
ადგილზეა ნარჩენების გადამუშავების 60%-იანი განაკვეთით. ერთ დროს „ნაგვის
კუნძულად“ წოდებული რეგიონი ჩვენს დროში უპრეცედენტო წარმატებას აღწევს
ნარჩენების მენეჯმენტში. 2015 წელს 1 600-ზე მეტი კომპანია ჩაერთო ტაივანის
ნარჩენების გადამუშავებაში, რამაც რეგიონს 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი
მოუტანა, ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების პროცესი კი მოსახლეობისთვის
ერთგვარ რიტუალად იქცა. ისინი კლასიკური მუსიკის თანხლებით აგროვებენ და
აცალკევებენ ნარჩენებს. ბრაზილია ყველა დროის რეკორდსმენია ალუმინის
გადამუშავებაში. ქვეყნის ეს წარმატება, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ კრიზისს
და ენერგიის გაძვირებას უკავშირდება, ალუმინის გადამუშავება კი ნაკლებ ენერგიას და
ფინანსებს მოითხოვს ვიდრე ახლის წარმოება. ნარჩენების გადამუშავებით ერთ-ერთი
ლიდერია სინგაპურიც 59%-იანი მაჩვენებლით აპირებს, გახდეს ქვეყანა ნულოვანი
ნარჩენით. გაერთიანებული სამეფოც ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა
ნარჩენების გადამუშავებით. 2020 წლის მონაცემებით მან ნარჩენების მთლიანი
რაოდენობის 50% გადაამუშავა. გაერთიანებულ სამეფოში ნარჩენებს გადაამუშავებენ,
წვავენ ან ანაერობულად, ანუ უჟანგბადო ბიოდეგრადირების მეთოდით ამუშავებენ. ეს
მეთოდები ქვეყანას ნარჩენების დიდი რაოდენობისგან ათავისუფლებს. იტალია
ნარჩენების 36%-ს გადაამუშავებს. ქვეყანაში ნარჩენების დიფერენცირებისთვის 5
სხვადასხვა კონტეინერი არსებობს: სპილენძის, პლასტმასის, მეტალის, ქაღალდის,
მინის, ორგანული ნარჩენების და სხვა, რასაც მოსახლეობა თვითონ განაცალკევებს.
შვეიცარიაში მყარი ნარჩენის გადამუშავების განაკვეთი 50%-ია, ხოლო ჯამში ყველა
სახის ნარჩენის გადამუშავების განაკვეთი კი – 54%. ეს უკანასკნელი გაორმაგდა ბოლო
20 წლის განმავლობაში და შვეიცარია ისევ არ წყვეტს ამ მიმართულებით განვითარებას.
შვეიცარიაში ნარჩენების მენეჯმენტი ეფუძნება „Polluter Pays” პრინციპს, ანუ იხდის ის
ვინც აბინძურებს და თითიეული ნაგვის კონტეინერი იბეგრება. 2019 წლის მონაცემებით
შვეიცარიამ 2.8 მილიონი ტონა ნარჩენი გადაამუშავა, ხოლო 2.6 მილიონი ტონა კი დაწვა.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით იაპონია ყველაზე წარმატებულად და
სასარგებლოდ იყენებს ნაგვის ნედლეულს მეორადი დანიშნულებით.  პირველ რიგში
ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილებში ,  დიდ სავაჭრო ცენტრებში ყველგან დგას ნაგვის
სხვადასხვა  ურნები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია სხვადასხვა
დახარისხებული ნაგვისთვის. მაგალითად პლასტმასის ბოთლები ერთ სპეციალურ 

ურნაში  თავსდება , ალუმინის ქილები ერთ ურნაში, ქაღალდის ნივთები ცალკე , შუშის
ბოთლები ცალკე და ა.შ. პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შემდეგ იაპონელები
აკეთებენ სპორტულ ტანსაცმელს, სკოლის ფორმებს, საკანცელარიო ნივთებს, საოფისე
ავეჯს და სხვა. უფრო მეტიც, ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ
ხელოვნურ ხმელეთს. მაგალითად საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური
კუნძული  (Port Island). კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა
1981წელს. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი, მთელი
კუნძული არის დაკონსერვებული ნაგავი. კუნძულის ფართობი – 436 ჰექტარია. მასზე
მოთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენისთვის, სხვადასხვა სასტუმროები,
უნივერსიტეტები, მუზეუმი,  სპორტულ – გამაჯანსაღებელი ადგილები, IKEA – ს
ჰიპერმარკეტი, დასასვენებელი პარკები  და   რამოდენიმე კაფე. აქვე ტურისტებისთვის
არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად.
კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით. შემდეგი ხელოვნური
კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1987 წელს და დასრულდა 1989 წელს,  კუნძულზე
განთავებულია კანსაის საერთაშორისო აეროპორტი, კუნძული 4 კილომეტრის
სიგრძისაა და ესეც იგივე პრინციპით არის აგებული, საძირკველში მოათავსეს უამრავი
ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ხელოვნური კუნძული მთლიანად აეროპორტს
უკავია, მასზე აშენებულია ორი ასაფრენ – დასაფრენი ზოლი და აეროპორტის შენობა. 
სპეციალურად მოწვეული ინჟინრების დახმარებით. მთლიანად გამორიცხულია რაიმე
ნგრევა და კატაკლიზმები კუნძულზე მიწისქვეშა ბიძგების შედეგად. 

წყარო: Abesadze R. Circular Economy: Essence and modern challenges. „Ekonomisti“. 2019, № 1;

მსგავსი სიახლეები

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…
„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე ფასი არ გაიზრდება. “საქმიანი დილის” ეთერში სტუმრობისას მან იმპორტირებული კვერცხის…
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I კვარტალი)

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I…

2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან ზრდას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 34%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც თბილისისა…