Top-15 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა

Top-15 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს სამ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით 5.3 მილიონამდე გაიზრდება. ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა 1 245 744. წლიური ზრდა რუსეთიდან 12%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 963 633 ვიზიტით, თურქეთის შემთხვევაში კლება 9%-ს შეადგენს. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს 720 114 ვიზიტით, აქ კლება 1.7%-ია.

ამ სამი ქვეყნის გარდა Top-15-ში შედიან:

  • ისრაელი – 293 699 (მატება 28%);
  • აზერბაიჯანი – 220 168 (მატება 35%);
  • ყაზახეთი – 139 246 (კლება 5%);
  • ბელარუსი – 127 265 (მატება 7.7%);
  • ინდოეთი – 103 968 (მატება 19%);
  • უკრაინა – 101 930 (მატება 14%);
  • ჩინეთი – 96 333 (მატება 45%);
  • ირანი – 96 305 (კლება 20%);
  • საუდის არაბეთი – 84 384 (მატება 9%);
  • გერმანია – 65 968 (მატება 5%);
  • პოლონეთი – 64 210 (მატება 21%);
  • უზბეკეთი – 61 949 (მატება 23%).

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. 2025 წლის სამ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჯამში 394 ათასზე მეტი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების კუთხით გერმანია და პოლონეთი ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…