ლაშა ტალახაძე 6-გზის ევროპის ჩემპიონია!

ლაშა ტალახაძე 6-გზის ევროპის ჩემპიონია!

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით
 +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ქომაგთა იმედები კვლავ
გაამართლა, ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 245 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე
საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვილი 462 კილოგრამითაც და კვარცხლბეკის
უმაღლეს საფეხურზე დადგა!
პლანეტის უძლიერესმა ძალოსნასმა კონტინენტის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით
მოიპოვა!
ლაშა ტალახაძე 6-გზის ევროპის ჩემპიონია!

მსგავსი სიახლეები